სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

14 დეკემბერი 2020


Ge/Az

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, გასული კვირის ანალიზი კი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი თითქმის 22-23%-მდე დავიდა. ეპიდემიოლოგებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილება, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვა - მათ შორისაა სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება. სპეციალისტების შეფასებით, შეზღუდვების მოქმედების პირობებშიც კი, ვითარების სტაბილიზაციისა და ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პირბადის ტარებას და აუცილებელია, ეს მაჩვენებელი დღეს არსებული 65%-დან 90-95%-მდე გაიზარდოს, რაც მოქმედ შეზღუდვებთან ერთობლიობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 85 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 48 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, მათ შორის, პირველადი ინსპექტირება განხორციელდა 340 ობიექტზე, საიდანაც, 268 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 42 ობიექტი, საიდანაც 32 ობიექტი ფუნქციონირებდა წესების დაცვით, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა 3 ობიექტი.

საბჭოზე ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.

საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კლინიკური სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. აღინიშნა, რომ ბევრ კლინიკურ სასტუმროს, მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს იქ გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

საბჭომ განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 73 მილიონს მიუახლოვდა, მათ შორის უკანასკნელ 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 700 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 1.6 მილიონს გადააჭარბა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 191 063 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 161 681 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1839 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 986 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2886 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6912 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İdarələrarası Koordinasiya Şurası məhdudlaşdırıcı tədbirlərin və icra prosesinin ilk nəticələrini müzakirə edir

Hökumətin 2 Aylıq Məhdudlaşdırma planının başlamasından bəri epidemioloji nəticələr, davam edən intensiv test proqramı və peyvənd mərhələsinə hazırlıq işləri Baş nazir Qiorqi Qaxharianın rəhbərliyi ilə İdarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında müzakirə edilib.

İclasda qeyd olundu ki, intensiv testlər çərçivəsində cari həftə ərzində gündə 20.000-ə qədər test davam edəcək və ötən həftəki təhlillər ehtiyatlı nikbinliyə əsas verir, belə ki, ölkədə pozitivlik nisbəti təxminən 22-23% -ə düşüb. Epidemioloqlar epidemioloji vəziyyətin nisbi sabitləşməsi prosesində mövcud məhdudiyyətlərin rolunu xüsusilə vurğuladılar və əldə edilən nəticələrin təhlükə altına alınmaması üçün xüsusi ehtiyatla davranmağın və hərəkətliliyin kəskin artımının qarşısını almağın vacibliyini qeyd etdilər. İdarələrarası Koordinasiya Şurası ölkədəki epidemioloji vəziyyəti, tətbiq olunan məhdudiyyətlərin təsirini, tətbiq olunma keyfiyyətini və ölkənin iqtisadi maraqlarını ətraflı təhlil edəcək və buna görə balanslı qərarlar verəcəkdir.

Hökumət tərəfindən qoyulmuş məhdudiyyətlərin effektiv şəkildə tətbiq edilməsi və sosial məsafə və maska taxmaq da daxil olmaqla bütün tövsiyələrə əməl olunması zərurəti bir daha qeyd edildi. Mütəxəssislərin fikrincə, məhdudiyyətlər şəraitində belə, vəziyyəti sabitləşdirmək və infeksiyaların sayını azaltmaq üçün xüsusilə vacibdir maska taxmaq və mövcud göstəricilərlə birlikdə epidemioloji vəziyyəti kəskin şəkildə yaxşılaşdıracaq bu rəqəmin 65% -dən 90-95% -ə çatdırılması lazımdır.

Daxili İşlər Naziri və Əmək Müfəttişliyi Şöbəsinin rəisi, 2 aylıq plan çərçivəsində tətbiq olunan məhdudiyyətlərin icrası üçün görülən tədbirlər barədə ətraflı məlumat verdilər xüsusilə: Hüquq-mühafizə orqanlarının apardığı monitorinq nəticəsində son 24 saat ərzində ölkə miqyasında tətbiq edilmiş məhdudiyyətlər daxilində qüvvədə olan qaydaların 878 pozulması halları aşkar edilmişdir. Polis təcridetmə və / və ya karantin qaydalarını pozduğuna görə 85 şəxsi cərimələyib. Cərimə olunanlar arasında 21: 00-dan 5: 00-dək tətbiq olunan nəqliyyat məhdudiyyətini pozan vətəndaşlar da var. Bundan əlavə, 24 saat ərzində 793 nəfər fiziki şəxs maska taxma qaydalarını pozduğuna görə cərimələnib.

Gürcüstanın Əmək Müfəttişliyi, Gəlir Xidməti, Milli Qida Agentliyi və Bələdiyyə Nəzarət Xidmətlərinin birgə səyləri nəticəsində son 48 saat ərzində 340 obyekt daxil olmaqla ümumilikdə 382 obyektə nəzarət edilmişdir, bunlardan 268 obyekt Yazılı xəbərdarlıq; 42 obyekt yenidən yoxlanılıb, onlardan 32-i qaydalara uyğun fəaliyyət göstərirdi, 7-I obyekt qaydalara uyğun fəaliyyət göstərməyib, 3-ü təcrid və karantin qaydalarını pozduğu üçün cərimələnib.

İclasda Baş nazirin tapşırığı ilə müvafiq qurumların iştirakı ilə yaradılan xüsusi işçi qrupunun birgə peyvənd prosesinin maneəsiz həyata keçirilməsini təmin etmək üçün gördükləri işləri də müzakirə etdilər. qeyd edildi ki, peyvəndin həm vaxtında tətbiq edilməsini, həm də infrastruktur və maddi-texniki baxımdan bütün hazırlıq işlərini əhatə etməsi deməkdir. COVAX platformasına əlavə olaraq Xarici İşlər Nazirliyi və Gürcüstanın xaricdəki diplomatik nümayəndəliklərinin iştirakı ilə beynəlxalq tərəfdaşlar və istehsalçılar ilə danışıqlar aparılır.

İclasda xəstəxana sektorundakı pulsuz çarpayılar baxımından mövcud vəziyyət və əlavə reanimasiya çarpayılarının və tibbi avadanlıqların səfərbər edilməsi baxımından atılacaq addımlar da müzakirə edildi. Baş nazirin tapşırığı ilə terapevtik elementlərin gücləndirildiyi və oksigen tədarükünün təmin olunduğu klinik otellərin vacib rolu xüsusilə qeyd edildi. Eyni zamanda, Covid-otelləri müvafiq klinikalar tərəfindən idarə olunur və bu da Covid-otellərə köçürülən xəstələrin daimi tibbi nəzarətini təmin edir.

Şura qlobal pandemiya vəziyyətini nəzərdən keçirdi. Xüsusilə dünyada son 24 saat ərzində 700 min yeni virus hadisəsi daxil olmaqla, dünyada yoluxmuş insanların ümumi sayı 73 milyona çatıb və dünyada ölüm nisbəti 1,6 milyonu keçib.

Ölkədə ilk koronavirus hadisəsindən bəri, virusla əlaqəli laboratoriyada təsdiqlənmiş 191 063 hadisə aşkar edilmiş, onlardan 161 681-i sağalmışdır, 1839 nəfər vefat edib.

Bu mərhələdə 986 nəfər karantinada, 2886vətəndaş klinik otellərdə, 6912 nəfər xəstəxana nəzarəti altındadır.

Archil Talakvadzenin sədrlik etdiyi Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.


  • უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა