სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და სექტორის მაქსიმალურად მხარდასაჭერად, პროგრამაში აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა

28 აგვისტო 2020


Ge/Az
ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და სექტორის მაქსიმალურად მხარდასაჭერად, პროგრამაში აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა:

ტურისტულ ინდუსტრიაში მოიხსნება ლოკაციური შეზღუდვა - მოქმედი პროგრამით განსაზღვრული იყო ტურისტული სერვისების ინდუსტრიის გავრცელების 14 კონკრეტული ლოკაცია, ცვლილების შემდეგ კი ეს კომპონენტი გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

სასტუმროებისთვის და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიისთვის სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობის ფაქტი - კომპანიას ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართობზეც

გარდა ამისა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატა 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/

 

Pandemiyanın turizm sektoruna mənfi təsirini azaltmaq və bu sektoru maksimal dərəcədə dəstəkləmək üçün “Gürcüstanda istehsal et” proqramında dəyişikliklər edildi:
Turizm sənayesində yer məhdudiyyəti qaldırılacaq – mövcud proqrama əsasən turizm xidmətləri sənayesinin yayılmasının 14 konkret yeri müəyyənləşdirilmişdi, dəyişiklikdən sonra isə bu komponent Gürcüstanın bütün ərazisinə yayılacaq.

Artıq mehmanxanalar (otel) və balneoloji kurort sənayesi üçün kredit götürə bilmək üçün torpaq sahibi olmaq əsas şərt olmayacaq – şirkətin müvəqqəti istifadəsində olan torpaq sahəsində də mehmanxana inşa etmək imkanı olacaq.

Bundan əlavə “Gürcüstanda istehsal et” proqramının prioritet istiqamətləri siyahısına 6 yeni iqtisadi fəaliyyət əlavə olundu. O cümlədən kompüter oyunlarının buraxılması, xəstəxana fəaliyyəti, ümumi tibbi təcrübə fəaliyyəti, ixtisaslaşdırılmış tibbi təcrübə fəaliyyəti, stomatoloq təcrübəsi fəaliyyəti, icarəyə və ya lizinqə vermək məqsədilə film istehsalı avadanlıqlarının alınmasını qeyd etmək olar.

Qeyd etmək lazımdır ki, Gürcüstan Hökumətinin yeni “Dövlət – Sənin tərəfdaşın” layihəsi çərçivəsində sahibkar və ya fermer olan və ya olmaq istəyən hər kəs üçün artıq 1 məkanda 1 pəncərə prinsipi ilə dövlət proqramları əlçatandır. Gürcüstan miqyasında 100-dən çox yaşayış məntəqəsində yerləşən 81 İctimai Mərkəz və 24 Ədliyyə Evində, həmçinin vahid elektron portalda - https://programs.gov.ge/ xidmət əldə etmək mümkündür.
 


  • ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და სექტორის მაქსიმალურად მხარდასაჭერად, პროგრამაში აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა