სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - პროგრამით „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს

20 აგვისტო 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - პროგრამით „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს

ჩვენ დღეს ვიწყებთ პროგრამას - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა არაუშავს, კრიზისულ პერიოდში ეს კარგი და ეფექტური ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამბროლაურში, ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო კონკრეტული პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში, კიდევ არაერთი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში, რომლებიც გაშლილი იყო სხვადასხვა სამინისტროში და თავმოყრილი იყო თბილისში.

„მიუხედავად ამისა, მიკროგრანტების პროგრამაც რომ დავამატოთ, სხვადასხვა პროგრამით, ჩვენმა ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. 1,5 მლრდ-ზე მეტი გაიცა სესხის სახით და შეიქმნა ათობით ათასი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს. საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტად ის მომსახურება, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, მისულიყავით ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში, ბანკში და ა.შ. გარდა ამისა, გადამზადებულია საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი, რომლებიც პირდაპირ მოგაწვდით ინფორმაციას, მოგემსახურებიან და დაგეხმარებიან კონტრაქტის პირობების შექმნაში. ხელმოწერის დონეზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება აქ, ამბროლაურში და მსგავს საზოგადოებრივ ცენტრებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

„ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, კერძო ინიციატივას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, ფინანსური პრობლემები, ცოდნა, ბაზარი და ა.შ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, რომ ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება - მომეხმარე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი არის ძლიერი ქვეყანა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ ჩვენს სოფლელებს, ჩვენს ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი პროგრამა არის უაღრესად პრაქტიკული მექანიზმი და არა ზედმეტი, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი.

„დღეს, ამბროლაურში, რაჭაში, თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, პირველი ნაბიჯი გადადგას, დაიწყოს ბიზნესი, გახსნას საკუთარი საქმე, გლეხი გახდეს ფერმერი, მოდის ამ შენობაში და აქვს ყველა ინფორმაცია, თუ რით მიეხმარება სახელმწიფო, რა პროგრამები არსებობს სოფლის მეურნეობაში - „დანერგე მომავალი“, სარწყავი სისტემების პროგრამები, შეღავათიანი თუ აგროკრედიტები, ტექნიკის დაფინანსება, რა პროგრამებიც არსებობს ეკონომიკის სამინისტროში - მარტივია ეს ყველაფერი და აქ გვყავს მომზადებული ხალხი, რომლებიც ყველაფერში დაგეხმარებიან. ვთვლი, რომ ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია - თანაბარი, სამართლიანი პირობები ყველასთვის, მივეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ საქმეში, გვერდით დავუდგეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში შეიყვანა.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა თეა წულუკიანს და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს ეკონომიკური აქტივობა საზოგადოებრივ ცენტრში ასე შეიყვანა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივა. საერთოდ, საზოგადოებრივი ცენტრი გახდება მიზიდულობის ძალა ჩვენი ყველა აქტიური მოქალაქისთვის. ამ რეგიონისთვის, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმით გაგრძელებული და მეწარმეობით დამთავრებული, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. ყოველწლიურად, როცა ვუყურებთ, რა ხდება ამბროლაურში, ონში, ეს არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და წარმატებებს გისურვებთ რაჭველებო! დაიწყეთ თქვენი ბიზნესი ფერმერობიდან, გლეხობიდან გახდით ფერმერები და უმასპინძლეთ რაც შეიძლება მეტ ტურისტს! წარმატებას გისურვებთ!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს.

პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეები შეძლებენ ადგილზე ისარგებლონ ინფრასტრუქტურით და შეავსონ განაცხადები, ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. ამაში სერვისცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.

ასევე, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმების და განაცხადის შევსების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს, სადაც მოქალაქეებს აღნიშნული სერვისების მიღება უკვე შეუძლიათ. იმ მომსახურებების შესახებ, რომლებსაც მოქალაქეები ადგილზე მიიღებენ, მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესაუბრა.

ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები დაესწრნენ.

Giorgi Gakharia - "Dövlət - Sizin tərəfdaşınız" proqramı ilə dövlətin hər bir vətəndaşa göstərdiyi xidmətləri, yaşadığı yerlərdə vətəndaşa çatdırır.

Biz bu gün - "Dövlət - Sizin tərəfdaşınız" adlı proqrama başlayırıq, bir neçə il əvvəl onun üzərində işləməyə başlamışdıq və bir az əvvəl bitirməliydik,ancax eybi yox böhran dövründə yaxşı və təsirli bir addım olacaq "- Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxaria Ambrolauridə yeni proqramın təqdimatında bildirdi.

Hökumət başçısı qeyd etdi ki, 2012-ci ildən sonra dövlət xüsusi proqramlara - İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyinin tərkibində "Gürcüstanda istehsal edin", Kənd Təsərrüfatı Nazirliyi və Milli Turizm Administrasiyasına daxil olan bir sıra digər proqramlar müxtəlif nazirliklərdə yayılmış və Tbilisidə toplanmışdır.

“Buna baxmayaraq, mikro qrant proqramını əlavə etsək, yüz minlərlə vətəndaşımız müxtəlif proqramlardan yararlanıb. 1.5 milyard dollardan çox vəsait verildi və on minlərlə müxtəlif müəssisə quruldu, lakin bu kifayət deyil. Ən əsası, dövlətin hər bir vətəndaşa verdiyi bu xidmətləri yaşadığı vətəndaşa çatdırırıq. Gürcüstan daxilində 80 icma mərkəzində və 24 ədliyyə evində, Tiflisə gəlməli, bir nazirliyə, digərinə, üçüncüsünə, bir banka və s. Ziyarət etməli olduğunuz xidmətləri tam olaraq əldə edə bilərsiniz. Bundan əlavə, icma mərkəzinin 700 işçisi sizə birbaşa məlumat, xidmət və müqavilə şərtlərinin yaradılmasında köməklik göstərmək üçün təlim keçmişdir. İmzalanma səviyyəsində bütün bunlar burada, Ambrolauri və buna bənzər icma mərkəzlərində edilə bilər "dedi Giorgi Qaxaria.

Baş nazirin sözlərinə görə, yeni proqramın məqsədi mümkün qədər çox Gürcüstan vətəndaşını sahibkar etmək, mümkün qədər çox fermer olmaq və turizm işinə qarışmaq qərarına gəlmək üçün bir çox vətəndaş etməkdir.

"Mən insanı muzdlu işdən özəl bir işə, özəl bir təşəbbüsə keçməyə başlayanda nə qədər məsuliyyət və psixoloji stress olduğunu yaxşı başa düşürəm. O, sahibkar olmalı və ilk addımlarını atmalıdır. Bu çox böyük bir problemdir, maliyyə problemləri, bilik, bazar və s. Ciddi psixoloji stresdir, buna görə vətəndaşların bu ilk addımını atması üçün hər şeyi etməliyik. Bu, insanın dövlətə verdiyi ilk addımdır - mənə kömək edin və mən özüm və ailəm üçün məsuliyyət götürməyə hazıram. Əgər şanslıdırsa və yaxşı bir sahibkar olarsa, o, artıq qonşu üçün məsuliyyət götürəcək, onu işə götürəcək və güclü bir ailəyə sahib olacaq, güclü bir bölgə güclü bir ölkədir. İstəyirəm bilsiz  ki, 2012-ci ildən bəri etdiyimiz işlər tamamilə düşünülmüşdür. Dövlətin əsas vəzifəsi hamımız üçün bərabər hüquqlar və ədalətli şərait yaratmaq, mümkün olduğu yerlərdə kömək etməkdir və bundan sonra hər birimiz ailələrimizi ləyaqətlə qorumaq, kəndlilərimizə, şəhər sakinlərimizə kömək etmək, digər insanları işə düzəltmək və bununla da ölkənin güclənməsi üçün hər şeyi etməliyik. ", - Baş nazir söylədi.

"Bu gün Ambrolauri şəhərində, Racha, ilk addımı atmağa, öz biznesini qurmağa, öz biznesini qurmağa, fermer olmağa qərar verən hər bir insan bu binaya gəlir və dövlətin nə kömək etdiyi, kənd təsərrüfatında hansı proqramların olması barədə bütün məlumatlar var -"Gələcəyi həyata keçirin", suvarma sistemləri proqramları, güzəştli və ya aqrokreditlər, avadanlığın maliyyələşdirilməsi, İqtisadiyyat Nazirliyində hər hansı bir proqram mövcuddur - bunlar hamısı sadədir və biz hər şeydə sizə kömək edəcək insanları öyrətdik. İnanıram ki, bu, dövlətin əsas funksiyasıdır - hamı üçün bərabər, ədalətli şərtlər, kömək edə biləcəyimiz yerə kömək etmək və hər bir vətəndaşımız işində ilk addımlarını atanda yanında olmaq. "- Giorgi Qaxaria deyib.

Baş nazir bu iqtisadi fəaliyyətini icma mərkəzinə daxil etdiyinə görə Milli Turizm Administrasiyasına, İqtisadiyyat və Kənd Təsərrüfatı nazirliklərinə və Baş nazirin müavini Tea Tsulukiani və Ədliyyə Nazirliyinə xüsusi təşəkkür etdi.

"Əlbəttə, Tea Tsulukiani və Ədliyyə Nazirliyinə bu iqtisadi fəaliyyətini icma mərkəzinə gətirdiyinə görə xüsusi təşəkkür edirəm. Bu çox vacib və yaxşı bir təşəbbüsdür. Ümumiyyətlə, icma mərkəzi bütün fəal vətəndaşlarımızın cazibə qüvvəsinə çevriləcəkdir. Bu bölgə üçün kənd təsərrüfatından tutmuş turizm sahəsinə qədər hər şey vacibdir. Hər il, Ambrolauridə,Onidə baş verənlərə baxdığımızda ümid vericidir, uğurlar Rachvelilər! Biznesinizi əkinçilikdən başlayın, fermer olun və mümkün qədər çox turist qəbul edin! "Sizə uğurlar diləyirəm!", - Baş nazir söylədi.

Dövlət - Sizin Tərəfdaşınız "- bu Gürcüstan Hökumətinin bir təşəbbüskar və fermerlərə bir məkanda ətraflı məlumat və xidmətlər almaq imkanını təmin edən, sahibkarlıq və təsərrüfatın inkişafını stimullaşdırmaq üçün dövlət proqramları ilə təmin etdiyi bir layihəsidir.

Layihə Gürcüstanın 100-dən çox yaşayış məntəqəsində yerləşən 81 icma mərkəzində və 24 ədliyyə evində vahid məkanların yaradılmasını nəzərdə tutur. Vahid məkanlarda, bir pəncərə prinsipi ilə vətəndaşlar yerdəki infrastrukturdan istifadə edə və müraciət edə bilərlər, Gürcüstanda İstehsalat Agentliyi, Milli Turizm Administrasiyası və Kənd Təsərrüfatı İnkişaf Agentliyi tərəfindən davam etdirilən və ya həyata keçiriləcək dövlət işgüzar təşviq proqramlarında iştirak edə bilərlər.Bunun üçün xidmət mərkəzlərinə xüsusi hazırlanmış ixtisaslı mütəxəssislər kömək edəcəklər.

Həmçinin, layihə çərçivəsində birləşdirilmiş bütün agentliklər və proqramlar haqqında məlumatlar elektron portalda - programs.gov.ge yerləşdiriləcək, burada istifadəçi proqramın faydaları, meyarları və tətbiqetmələri barədə uzaqdan məlumat ala biləcəkdir.

Gürcüstanın Baş naziri, Baş nazirin müavini, Ədalət naziri TeaTsulukiani, İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf naziri Natia Turnava və Ətraf Mühit və Kənd Təsərrüfatı naziri Levan Davitaşvili vətəndaşların artıq bu xidmətləri ala biləcəyi Ambrolauri İcma Mərkəzini ziyarət etdi.

İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf nazirinin müavini İrakli Nadareishvili hökumət üzvlərinə vətəndaşların yerində alacaqları xidmətlər barədə danışdı.

Tədbirdə "Gürcüstanda istehsal edin" Agentliyinin və Kənd Təsərrüfatı İnkişaf Agentliyinin faydalananları iştirak etdilər.


  • გიორგი გახარია - პროგრამით „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს