სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა

22 მარტი 2020


Ge/Az

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღინიშნა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 54-ს შეადგენს (რომელთაგან 3 გამოჯანმრთელებულია), მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ და უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების ყველა შემთხვევის წარმომავლობა დღეისათვის ცნობილია, რაც ხელს უწყობს პროცესის მართვას.

შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ამის გათვალისწინებით ჯანდაცვის სისტემის მზაობის დონე. აღინიშნა, რომ მსოფლიო პრაქტიკით, საჭიროებისა და პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ამ ეტაპზე კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობას, რაც 2956-ს შეადგენს, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ დღეის მდგომარეობით 291 პირი იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ვითარების, ინფიცირებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ახალი შესაძლო შემთხვევების შესახებ და კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების ეფექტური ინფორმირების მიზნით, ვებგვერდ www.stopcov.ge-თან ერთად, ერთიანი საინფორმაციო ცენტრი იმოქმედებს, სადაც ბრიფინგები რეგულარულად გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტთა ნაკადების მართვის თვალსაზრისით საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას, ასევე სახმელეთო საზღვრებზე შემოსულ პირთა საკარანტინო ზონებში გადამისამართების საკითხს.

ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს - საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ, ხოლო სატვირთო მოძრაობა დასაშვები იქნება შეუფერხებლად, ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, შეუფერხებლად იმოძრავებს ტვირთები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლა მხოლოდ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტებს გამოაგზავნის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაიყო ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეიკრიბება.

 

Gürcüstanın Baş Naziri Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi ilə koronavirusla əlaqədar mövcud İdarələrarası Koordinasiya Şurasının səhiyyə sahəsi üzrə tematik qrupunun iclası keçirildi

Səhiyyə sahəsi üzrə tematik qrupun iclasında Gürcüstanda koronavirusa yoluxmuş pasiyentlərin sağlamlıq mövzusuna toxunuldu. Qeyd olundu ki, artıq 3 pasiyent sağalmışdır, hansılara ki, Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı tərəfindən tərtib olunan protokola əsasən özünü təcridetmə tövsiyə olundu. Milli Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinin rəhbəri Amiran Qamkrelidze izah etdi ki, yoluxanların ümumi sayını 54 nəfər təşkil edir (onlardan 3-ü sağalmışdır), onlar müvafiq müalicə alırlar və əksəriyyətinin sağlamlıq vəziyyəti qənaətbəxşdir. Epidemioloqların məlumatına görə bugünə kimi olan bütün yoluxma hadisələrinin mənşəyi məlumdur, bu da prosesi idarə etməyə kömək edir.

İclasda dünyada və ölkədə mövcud ümumi epidemioloji tendensiyalar və bunu nəzərə alaraq səhiyyə sisteminin hazırlıq səviyyəsi müzakirə edildi. Qeyd olundu ki, dünya təcrübəsinə əsasən, ehtiyac olarsa və pasiyent sayı sürətlə artarsa, epidemioloqlar evdə müalicə mövzusunu da nəzərdən keçirəcəklər.

Görüşdə karantində olanların sayına, hansı ki, 2956 nəfər təşkil edir, stasionar nəzarət altında isə bugünə olan rəqəmlərə əsasən 291 şəxsin olmasına diqqət çəkildi.

Baş nazirin qərarı ilə Gürcüstanda mövcud ümumi epidemioloji vəziyyət, yoluxmuş pasiyentlərin sağlamlıq vəziyyətləri, yeni mümkün hallar və koronavirusla əlaqədar bütün əhəmiyyətli məsələlər üzrə ictimaiyyəti effektiv məlumatlandırmaq məqsədilə, www.stopcov.ge veb səhifəsi ilə bərabər mütəmadi olaraq brifinqlərin keçiriləcəyi vahid informasiya mərkəzi fəaliyyət göstərəcək.

Görüşdə pasiyent axınının idarə olunması baxımından Gürcüstan miqyasında mövcud vəziyyət, habelə quru sərhədlərindən ölkəyə daxil olan şəxslərin karantin zonalarına istiqamətləndirilməsi məsələləri müzakirə edildi.

Bu mərhələdə qərar verilmişdir ki, Ermənistan Respublikası ilə mövcud sərhəd-keçid məntəqələrindən sərnişinlərə - Gürcüstan vətəndaşlarına yalnız Sadaxlı sərhəd-keçid məntəqəsindən keçərək girişə icazə verilsin, yük daşımalarının isə bütün sərhəd-keçid məntəqələrindən maneəsiz hərəkətinə icazə olacaq. Bənzər məhdudiyyət Azərbaycanla olan sərhəd-keçid məntəqələrinə də tətbiq olunacaq, yük daşımaları maneəsiz hərəkət edəcək, ancaq Gürcüstan vətəndaşlarının yalnız Qırmızı Körpü sərhəd-keçid məntəqəsindən keçərək ölkəyə daxil olmasına icazə veriləcək.

Eyni zamanda Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı ilə səmərəli əməkdaşlığa da diqqət çəkildi. Qeyd edildi ki, kliniki idarəetmə istiqamətində Gürcüstanda səhiyyə sisteminə dəstək məqsədilə Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı mütəxəssislər göndərəcək.

İdarələrarası Koordinasiya Şurası daha yüksək səmərəlilik məqsədilə səhiyyə, iqtisadiyyat və hüquq mühafizə sahəsi olmaqla tematik qruplara bölündü və baş nazirin rəhbərliyi ilə mütəmadi olaraq toplanacaq.

 


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა