სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერი 2019

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ქალაქში მდებარე გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რუსთველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა აღავლინა, პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა.

  • რუსთავში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს