სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დმანისობა 2019

26 ივლისი 2019


26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ,,დმანისობა 2019“ აღინიშნა. ღონისძიებას, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი დაესწრნენ.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დმანისისა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო ეთნოგრაფიული ნივთების, ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა, ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები სპორტულ ასპარეზობებში. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ როგორც ქართული, ასევე ეთნიკური უმცირესობების სამზარეულოებისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების მომზადების სპეციფიკას.

აღსანიშნავია, რომ „დმანისობა 2019“ ქალაქ დმანისის ცენტრალურ სკვერში, ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტითა და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდება.
 


  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019
  • დმანისობა 2019