სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ჟიული შარტავას იუბილე რუსთავში

07 მარტი 2019


7 მარტს, რუსთავში საქართველოს ეროვნულ გმირი შარტავა გაიხსენეს, რომელსაც დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. 

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

ადგილზე ანსამბლ ,,ალავერდის“ შემსრულებლებმა და ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფოლკლორული და მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს. 

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


  • ჟიული შარტავას იუბილე რუსთავში
  • ჟიული შარტავას იუბილე რუსთავში
  • ჟიული შარტავას იუბილე რუსთავში
  • ჟიული შარტავას იუბილე რუსთავში