სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

06 ოქტომბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნიაში სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს. 

მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სფეროში არსებული სიახლეები დეტალურად გააცნეს.

სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების მართვის კომპონენტების, პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების პროცესზე, რაც საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა. 

შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების აუცილებლობაზე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2014 წლის ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიმდინარე წლის 27 ივნისს შევიდა. 

  • საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ