სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი ,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებს შეხვდა

06 ოქტომბერი 2018


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებმა, მხარის გუბერნატორს, დეტალურად გააცნეს მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ანალიზი, რომელიც ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ადრეულ კვლევა-დიაგნოსტირებას, ასევე რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრები სამომავლოდ მარნეულის რეგიონულ ცენტრში სპეციალისტების გადამზადებას, ხოლო ბენეფიციართა მომსახურებას უშუალოდ მუნიციპალურ ოფისებში გეგმავენ.

გუბერნატორი ,,ბავშვი,ოჯახი და საზოგადოების“ ხელმძღვანელ პირებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. 
 


  • გუბერნატორი ,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებს შეხვდა
  • გუბერნატორი ,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებს შეხვდა
  • გუბერნატორი ,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებს შეხვდა
  • გუბერნატორი ,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებს შეხვდა