სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შოთა რეხვიაშვილი რუსთავში თეატრალური სეზონის გახსნაზე

28 სექტემბერი 2018

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში სეზონი სპექტაკლით ,,დაბადების დღე“ გაიხსნა.

საპრემიერო ჩვენებას რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

,,დაბადების დღე“, რომელიც ჟიული შარტავას და აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება პირველად, ქართული თეატრის სცენაზე რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. 
25 წლის წინ, განვითარებული მოვლენები სცენაზე რუსთავის თეატრალური დასის მსახიობებმა გააცოცხლეს და გვიამბეს ამბავი ჩვენი დროის ეროვნულ გმირზე, ჟიული შარტავაზე.

პიესა ასახავს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის ბატალიებს. ამ დღის გმირებად იქცნენ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი 50-მდე თანამებრძოლი, რომლებმაც უკანასკნელ წუთამდე არ დატოვეს მთავრობის შენობა და ამით ასობით მშვიდობიან მოქალაქეს სოხუმიდან გაღწევის საშუალება მისცეს. პიესა აგებულია აფხაზეთის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობის, ზეპირი ისტორიების საფუძველზე. 

  • შოთა რეხვიაშვილი რუსთავში თეატრალური სეზონის გახსნაზე