სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა ინვესტორებთან

12 სექტემბერი 2018


ქვემო ქართლის გუბერნატორი, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელ ინვესტორებს შეხვდა. 

შოთა რეხვიაშვილს სტუმრებმა დეტალურად გააცნეს ბიზნეს იდეა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“- ფარგლებში, ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე, მაღალი ხარისხის, მარილის საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. 

უახლოეს მომავალში ინვესტორები, ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თემით დაინტერესებული პირებისთვის გამართავენ ფორუმს, სადაც ადგილზე განსახორციელებელი გეგმებისა და ინიციატივების შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარმოადგენენ. 

ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ადგილზე რეგიონის მცხოვრებლები, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დასაქმდებიან. 


  • შეხვედრა ინვესტორებთან
  • შეხვედრა ინვესტორებთან
  • შეხვედრა ინვესტორებთან