სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

საჯარო დისკუსია ღია მმართველობის შესახებ

23 აპრილი 2018

23 აპრილს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები. 

შეხვედრა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ეროვნულ სამოქმედო გეგმის შედგენა საქრთველოს მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენის, მათი იდეების და რეკომენდაციების გზით. აღსანიშნავია, რომ შემუშავებულ დოკუმენტს საქართველო 2018 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე წარადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საქართველო 17-19 ივლისს უმასპინძლებს, რომელსაც 75-მდე  ქვეყნის  2000 წარმომადგენელი დაესწრება. 
 
  • საჯარო დისკუსია ღია მმართველობის შესახებ