სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

14 სექტემბერი 2017


მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო, განსაკუთრებით პირველკლასელებო, პარდაგოგებო, მშობლებო და მოწვეულო სტუმრებო. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ! მინდა სკოლაში გატარებული თითოეული დღე საწინდარი იყოს თქვენი უამრავი წარმატებისა, რომელიც მომავალში ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი მოაზროვნე, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა. მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ხორციელდება 7 ათეულზე მეტ სკოლაში. პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ქვემო ქართლელი ახალგაზრდები გამორჩეულები არიან და ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს. გვყავს სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები. ასევე 100-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომელთაც სახელმწიფო სწავლის საფასურს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და თავდაუზოგავი შრომის შედეგად ზრდიან ღირსეულ მამულიშვილებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

პატივისცემით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე.


  • გუბერნატორი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს