სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში

12 დეკემბერი 2020


უკიდურესად შეჭირვებული რუსთაველები სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტებს მიიღებენ.

700-ზე მეტ ოჯახს დახმარება ბიზნესმენების და საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით,  მათივე შემოწირულობის საფუძველზე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ეგიდით გადაეცემა.

სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები მკაცრად განსაზღვრული კატეგორიებისთვის გაიცემა და მათ „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებული მოხალისეები დაარიგებენ.
დახმარებას მიიღებენ: მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა მოხუცები, ოჯახები, სადაც არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ვეტერანები.

შეჭირვებული ოჯახების დახმარება რუსთავის მერიასთან ერთად გაგრძელდება.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ,,წითელი ჯვრის“ მოხალისეები ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა, ორგანიზატორებს და  აქტივობაში ჩართულ ყველა  პირს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძო სექტორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოსახლეობას არაერთხელ დაეხმარა და აღნიშნული თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება.


  • მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში
  • მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში
  • მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში
  • მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში
  • მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში
  • მორიგი სოციალური აქტივობა რეგიონში