სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ

04 დეკემბერი 2020


ქვემო ქართლის რეგიონში მოქალაქეები, ამ ეტაპზე, Covid-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტირების გაკეთებას და შესაბამისი მომსახურების მიღებას, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილესთან ერთად რუსთავისა და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან რეგიონში ფართომასშტაბიანი ტესტირების დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი რესურსის მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობაზე და პროცესში ჩართული მხარეების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასსთაბიანი ტესტირების პროგრამა იმოქმედებს ქვემო ქართლის რეგიონში. განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი - მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი - http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან უნდა დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.

მოქალაქეები ამ ეტაპზე Covid-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტირების გაკეთებას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ მისამართებზე შეძლებენ.

ქალაქი რუსთავი

1. ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი - ფიროსმანის ქ. N17; (ამბულატორიული)

2. ,,რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი" - მესხიშვილის ქ. 1ა (ამბულატორიული და სტაციონარული)

3. ,,რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო" - წმინდა ნინოს N5; (ამბულატორიული და სტაციონარული)

4. ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო" - წმინდა ნინოს N3; ( სტაციონარული)

5. ,,კლინიკა რუსთავი" - მე-7 მიკრო/რაიონი; (სტაციონარული)

6. ,,ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი"(მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი) - ი. გაგარინის 12.

ქალაქი ბოლნისი

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - სააკაძის ქ. 1.(ამბულატორიული და სტაციონარული)

ქალაქი გარდაბანი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი" - აღმაშენელის N80; (ამბულატორიული)

2. ,,ჯეო ჰოსპიტალს" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი - ლესელიძის ქ. N1. (ამბულატორიული და სტაციონარული)

ქალაქი დმანისი

1. დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - წმინდა ნინოს ქ. N39; (ამბულატორიული)

2. ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" - წმ.ნინოს ქ. N37. (ამბულატორიული და სტაციონარული)

ქალაქი თეთრიწყარო

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი - ფარნავაზის ქ.N5. (ამბულატორიული)

ქალაქი მარნეული

1. ,,მად ი მედი" - მარნეული, 26 მაისის ქ N80; (ამბულატორიული)

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ააიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - 26 მაისის ქ N80; (ამბულატორიული)

3. ,,მარნეკორი" - 26 მაისის ქ. N80; (ამბულატორიული და სტაციონარული)

4. ,,მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკ" - 26 მაისის ქ. N80; ( სტაციონარული)

5. ,,პროფესორი" - 26 მაისის ქ N21; (ამბულატორიული)

6. ,,ჯეო ჰოსპიტალს" - მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი - ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია; (ამბულატორიული და სტაციონარული)

7. ,,ჯეო ჰოსპიტალს" მარნეულის ამბულატორიული ცენტრი - რუსთაველის ქ 112. (ამბულატორიული და სტაციონარული)

ქალაქი წალკა

1. ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" წალკის სამედიცინო დაწესებულება - ე. თაყაიშვილის N4. (ამბულატორიული და სტაციონარული)

2. წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ჭელიძის ქ.57


  • შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში მასობრივი ტესტირებების შესახებ