სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ფარგის დაბრუნება საქართველოში - პროექტის პრეზენტაცია ქვემო ქართლის რეგიონში

22 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე მაშავერას მიმდებარედ კომპანია „არემჯისა“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ფარგის დაბრუნებას ითვალისწინებს.

ღონისძიების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ორგანიზატორებმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა თევზის აღნიშნული სახეობა, რომელიც საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება, მაშავერაში სიმბოლურად, პირადად გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ფარგას რეინტროდუქცია მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და „განვითარება და გარემოს“ ხელშეწყობით მოხდა. თევზის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა, შემოყვანილ იქნა 1000-მდე მცირე ზომის ფარგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყების „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ, ქართველი იქთიოლოგების დახმარებით, ფარგას გამრავლება პირველად მოხდა.

  • ფარგის დაბრუნება საქართველოში - პროექტის პრეზენტაცია ქვემო ქართლის რეგიონში