სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა

08 ივლისი 2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰუბერტ ქნირში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ.
მხარეებმა სკოლაში მოქმედი პროგრამების, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობისა და დისტანციური სწავლების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

შოთა რეხვიაშვილმა, ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელსა და უცხოელ პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სასწავლო ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის სწავლებასა და ინტეგრაციაში ეხმარება.

,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან ბევ სასიკეთო საქმეს აკეთებს, როგორც სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ასაკის, ასევე საჯარო მოხელეების გადამზადების მიმართულებით, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა და ყველა პირობა აქვთ საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია“ - განაცხადა შოთა მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სასწავლო ცენტრის გერმანულ მხარესთან საერთაშორისო პარტნიორობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

  • გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა