სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მინისტრის სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

07 ივლისი 2020


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მარნეულში ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საჭიროებებზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და სოციალურ საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო, კორონავირუსის პანდემიის გამო, მკაცრი საკარანტინე რეჟიმის გამოცხადების პერიოდში, არსებულ გამოწვევებსა და გატარებულ საპრევენციო ღონისძიებებს.

მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სიტუაციების მართვის კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მერიაში მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 


  • მინისტრის სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
  • მინისტრის სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
  • მინისტრის სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
  • მინისტრის სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში