სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა სამების განთიადისა და საყდრიონის მოსახლეობასთან

29 აგვისტო 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის წევრ კახა ოქრიაშვილთან და გიორგი მოსიძესთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მიმდინარე ინფასტრუქტურულ სამუშაოებზე მიაწოდეს ინფორმაცია და მომავალი წლის პრიორიტეტები მათთან ერთად დასახეს.

სოფელ სამებაში, განთიადსა და საყდრიონში, ადგილობრივებისთვის მთავარი საჭიროება სოფლების გაზიფიცირებაა. საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას, საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გააცნეს და აღნიშნეს, რომ პროცესი, 2020 წელს დაიწყება.

პრიორიტეტულია სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც. მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

2019 წელს, წალკის მუნიციპალიტეტში 6 000 000 ლარამდე ღირებულების 78 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებში, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო სივრცეები, ამბულატორიები და აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული სამუშაოები.

  • შეხვედრა სამების განთიადისა და საყდრიონის მოსახლეობასთან