სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან

26 აგვისტო 2019


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი ფეიქრიშვილ უმასპინძლა.  

შოთა რეხვიაშვილმა,  შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტულ მიმართულებაზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ირლანდიას შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმისადარეგონალური განვითარების მიმართულებით.

საუბარი შეეხო, 2020 წელს, ქალაქ გოლვეიში დაგეგმილ ტურისტულ ფესტივალს, სადაც საქართველო, ღონისძიების მონაწილე, 68 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე, ქართულ კულინარიას, ფოლკლორს და ქორეოგრაფიას წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა,  რამდენიმე თვის წინ, ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გამართა სახელმწიფო მინისტრთან და სხვა ოფიაციალურ პირებთან.   ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონში, ამ ეტაპზე, საპასუხო ვიზიტით იმყოფებიან და ადგილზე პირადად ეცნობიან, ქვეყნისა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს.


  • შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
  • შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
  • შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
  • შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან