სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს ONE CAUCASUS მასპინძლობს

23 აგვისტო 2019

22 აგვისტოს, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და  მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდები დაესწრნენ.

მულტიდისციპლინურ ფესტივალს რეგიონი უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ONE CAUCASUS-ის მიზანია შექმნას შთამაგონებელი, უსაფრთხო და მშვიდობიანი სივრცე კავკასიაიში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ამ იდეის ირგვლივ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუსიკოსები, ხელოვანები, ანიმატორები, არქიტექტორები და მოხალისეები გააერთიანოს.

წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებენ 10 ქვეყნის წარმომადგენელი მუსიკოსები და შემოქმედებითი ჯგუფები:  საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბენინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან,  საფრანგეთიდან, სომხეთიდან, სენეგალიდან, უკრაინიდან და შოტლანდიიდან.

ადგილზე, ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა  შექმნეს განსხვავებული დეკორაციები. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა სივრცე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,  სამუშაო შეხვედრები და ვორკშოფები.

ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

საერთაშორისო პროგრამა-ფესტივალი, ,,ერთიანი კავკასია“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ქართულ-პოლონური მხარისა და ევროკომიის დაფინანსებით იმართება.  

  • ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო  ფესტივალს ONE CAUCASUS მასპინძლობს