სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი RDFG-ის წარმომადგენლებს შეხვდა

15 აგვისტო 2019


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

სახელმწიფო რწმუნებულს, ასოციაციის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ბოლნისსა და წალკაში განსახორციელებელი გეგმები გააცნო, რომელიც მიზნად საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავებას ისახავს. პროექტი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის - Zrda Activities in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება, რაც კატასტროფის რისკის შემცირების დარგში, ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კოორდინირებული და სისტემატური მიდგომების დანერგვას ითვალისწინებს. 

შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ასოციაციის წევრებს, პროექტის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას დაპირდა. 


  • შოთა რეხვიაშვილი RDFG-ის წარმომადგენლებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი RDFG-ის წარმომადგენლებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი RDFG-ის წარმომადგენლებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი RDFG-ის წარმომადგენლებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი RDFG-ის წარმომადგენლებს შეხვდა