სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი კონკურს-ფესტივალის ,,სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტს დაესწრო

14 ივნისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე, კახა კობერიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კონკურს-ფესტივალის ,,სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტს დაესწრნენ. 

შოთა რეხვიაშვილმა ფესტივალის გრანპრის მფლობელს, მომღერალ შაბან მამედოვს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სპეციალური სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა, ორგანიზატორებს კი რეგიონში რამდენიმე წლიანი აქტიური და წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,დემოსი“ კონკურს-ფესტივალს, სახელწოდებით - „სხვა საქართველო სად არის“ უკვე მეოთხე წელია ატარებს, რომელსაც ტრადიციულად მარნეულის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. 

ღონისძიების ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება ცნობილი ქართველი ხელოვანების მასტერკლასები. ფესტივალის მიზანი, ქართული ტრადიციული სიმღერების პოპულარიზაცია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. 

წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და გუნდებმა საქართველოს 16 მუნიციპალიტეტიდან, გამოვლინდნენ და სპეციალური საჩუქრები მიიღეს სხვადასხვა საპრიზო ადგილებზე გასულმა მონაწილეებმა. 

  • შოთა რეხვიაშვილი კონკურს-ფესტივალის ,,სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტს დაესწრო