სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი ქართული ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ პედაგოგებს შეხვდა

11 მარტი 2019

11 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილებთან ერთად, პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ქართულ ენას ასწავლიან.

შეხვედრის მიმდინარეობისას პედაგოგებმა ისაუბრეს მათი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად მიღწულ წარმატებებზე, რამაც მოსწავლეებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე გააუმჯობესა. საუბარი შეეხო სწავლების პროცესში არსებულ საჭიროებებსაც.

შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და პედაგოგებს ქართული ენის სწავლების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებული ქართული ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ პედაგოგებს ეტაპობრივად შეხვდება. 

  • შოთა რეხვიაშვილი ქართული ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ პედაგოგებს შეხვდა