სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სარვამარტო ღონისძიებები რუსთავსა და გარდაბანში

08 მარტი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რუსთავში მცხოვრებ წარმატებულ პედაგოგებსა და საერთაშორისო სამხატვრო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, 8 მარტი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. 

შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის მერთან ერთად, პირადად იმყოფებოდა ვიქტორია ლებედევასთან, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია რუსთაველ ახალგაზრდებს მხატვრულ აკრობატიკას ასწავლის. ასევე იმყოფებოდა მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგთან, ლედი კიწმარიშვილთან, რომელიც პროფესიულ საქმიანობას 2 წელია ეწევა და უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. 

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელს, დარეჯან ნოზაძესა და მის წარმატებულ მოსწავლეებს, დაკო ქავთარაძეს, ლილი ლაჩაშვილსა და ბარბარე ვარამაშვილს, რომლებმაც გერმანიის გარემოს დაცვითი კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსში საპრიზო ადგილები მოიპოვეს. სამხატვრო სალონში სტუმრობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, პატარა მხატვრებთან ერთად, სამახსოვრო ნამუშევარი შექმნა. 

დღესვე, შოთა რეხვიაშვილი თემატურ ღონისძიებას დაესწრო გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. 

  • სარვამარტო ღონისძიებები რუსთავსა და გარდაბანში