სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

25 ნოემბერი 2018

25 ნოემბერს, რუსთავში, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. 

რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონის მასშტაბით, სახელმწიფო უწყებების მიერ, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის განვითარების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბარი შეეხო, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დაგეგმილ სიახლეებს. შეხვედრის მიმდინარეობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურას, როგორ ქვემო ქართლის რეგიონში ასევე ქვეყნის მასშტაბით. 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

ადგილზე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი და კახა კობერიძე, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერები, ირაკლი ტაბაღუა და რამაზ ბუდაღაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გამართავენ. 

  • სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს