სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

მარნეულში ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ დაფუძნდა

26 ოქტომბერი 2018

ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს მთავრობის, ბულგარეთის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ და საბავშვო ბაღი დაფუძნდა. 

26 ოქტომბერს, ქალაქ მარნეულში, სკოლის გახსნის ღონისძიებას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დურსუნ ჰასანოვი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი, დესისლავა ივანოვა, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი და  ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დასწრნენ.
 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ინფრსტრუქტურა დაათვალიერეს და პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს გაესაუბრნენ. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაღალი აკადემიური სტანდარტის, სასწავლო-სააღმზრდელო გარემოა შექმნილი.  ადგილზე ქართული და ინგლისური ენების გაძლიერებული სწავლება მიმდინარეობს. 

შოთა რეხვიაშვილმა, სკოლის ადმინისტრაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობასა და ასევე, საერთაშორისო-საკომუნიკაციო ენის, შესწავლის საჭიროებაზე. მისივე განმარტებით, ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონის ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სკოლაში არსებული სწავლების მეთოდი, რომელიც, სრულფასოვანი ინტეგრაციის, დამატებით, შესაძლებლობას ქმნის.  
 
  • მარნეულში ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ დაფუძნდა