სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

„ღვინობისთვე 2018“- ფესტივალი მარნეულის მუნიციპალიტეტში

12 ოქტომბერი 2018

ქართული ღვინის დღეების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში „ღვინობისთვე 2018“ საზეიმოდ აღინიშნა. 

ფესტივალზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, ერთად იმყოფებოდა. 

ღონისძიებაზე ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. მოეწყო ქართული ღვინის, თაფლისა და ყველის გამოფენა-გაყიდვა.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია გამართა. ჩატარდა თიხაზე მუშაობის მასტერკლასები. 

საწნახელში საზეიმო ვითარებაში დაიწურა ყურძნი. სტუმრების მონაწილეობით მოხდა ჩურჩხელების ამოვლება. შესრულდა ქართული-ხალხური სიმღერები.

შოთა რეხვიაშვილმა, ფესტივალის სტუმრებთან ერთად, იმირის გადაჭრილი გორა დაათვალიერა და ყურადღება გაამახვილა ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე. 

ქართველი და უცხოელი მკვლევარების ერთობლივი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად სწორედ ამ ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა - აღნიშნული ფაქტი ძვ. წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა. 

იმირის გადაჭრილი გორა 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორისაა დასახელებული. 

აღსანიშნავია, რომ „ღვინობისთვე 2018“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. 

  • „ღვინობისთვე 2018“- ფესტივალი მარნეულის მუნიციპალიტეტში