სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ფორუმი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ

09 ოქტომბერი 2018


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი „კასპიან ევროპიან ქლაბის“ თავმჯდომარესა და კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, ტელმან ალიევს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, ნოემბერში დაგეგმილი ფორუმის შესახებ იმსჯელეს და საორგანიზაციო საკითხები, დიალოგის რეჟიმში, განიხილეს. 

ქვემო ქართლში კასპიან ენერჯი ფორუმის მთავარი თემა იქნება რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების განვითარება და კერძო ინვესტიციების განხორციელება. 

ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, გაიმართება პლენარული სესია საქართველოს მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. შეხვედრის მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან უკვე განხორციელებულ ინვესტიციებსა და რეგიონში, ამ მიმართულებით, არსებულ რესურსს.

„კასპიან ევროპიან ქლაბს“ უკვე გააჩნია მრავალფეროვანი გამოცდილება და წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოს 70 ქვეყნის წარმომადგენელ, 5 ათას კომპანიასთან. მხარის გუბერნატორის შეფასებით, აღნიშნული ფორუმი, საფუძველს ჩაუყრის მხარეებს შორის, გრძელვადიან, ორმხრივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. 

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან, ამავე სამინისტროსთან არსებული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეებთან, გიორგი ხანიაშვილთან და ნინო თანდიაშვილთან.


  • ფორუმი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ
  • ფორუმი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ
  • ფორუმი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ
  • ფორუმი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ
  • ფორუმი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ