სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლი საერთაშორისო ფესტივალს One Caucasus-ს მასპინძლობს

01 სექტემბერი 2018

ქვემო ქართლის რეგიონი, საერთაშორისო დონის ფესტივალს One Caucasus-ს, წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ღონისძიების მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.

1 სექტემბერს, ფესტივალის ოფიციალურ გახსნას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში საკონცერტო ნომრები შეასრულეს მუსიკოსებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ირანიდან.

,,მისასალმებებლია, რომ თქვენ, ახალგაზრდა შემსრულებლები, საკუთარ ქვეყანას და შემოქმედებას თავისუფალ გარემოში წარმოაჩენთ, ქმნით ახალ საერთაშორისო მუსკალურ პროექტებს და ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტად, უწყობთ ხელს ჩვენს რეგიონში არსებული მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მოხალისეებს. ამ წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეთ სხვადასხვა ქვეყნის, პროფესიისა და შეხედულებების მქონე ადამიანების დამეგობრებაში“ -ამ სიტყვებით მიმართა რეგიონის გუბერნატორმა ფესტივალის, ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მოხალისეებსა და დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები და მოხალისეები, 15 ქვეყნიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი თვეა იმყოფებიან და ახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს განათლებისა და არქიტექტურის მიმართულებით. პროცესში ჩართული არიან უცხოელი ტრენერები და ადგილობრივი ახალგაზრდები.

One Caucasus-ი ხვალ, 2 სექტემბერს, ოფიციალურად დაიხურება.

  • ქვემო ქართლი საერთაშორისო ფესტივალს One Caucasus-ს მასპინძლობს