სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიხსნა

06 ივნისი 2018

6 ივნისს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საინფორმაციო კამპანია გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ითვალისწინებს. 

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, მარიამ გვიდიანი, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ. 

,,მიუხედავად სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების სიმრავლისა, ენობრივი ბარიერი კვლავ პრობლემად რჩება, ქვემო ქართლის რეგიონი კი მოგეხსენებათ, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობის სიმრავლით გამოირჩევა, შესაბამისად მსგავსი კამპანიის წარმოებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.ჩვენი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ. ვფიქრობ, აღნიშნული შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებისა და ინტეგრაციის გზით, ხელს შეუწყობს რეგიონში ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მთელი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოვიცავთ”-განაცხადა გუბერნატორმა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ამ მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. 

აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება. 

საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

  • ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიხსნა