სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა

30 მაისი 2018

პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისა და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. 

პროკურატურის ახალი შენობის გახსნას, მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, ლიეტუვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ოთხსართულიანია და 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს. მშენებლობისთვის თანხები მთავარი პროკურატურის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე, საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.

  • რუსთავში პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა