სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გრიგოლ ნემსაძემ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი აღდგომა მიულოცა

04 აპრილი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შემდეგ, აღდგომის დამდეგი დღესასწაული, დმანისის მცხოვრებლებსაც მიულოცა. 

გრიგოლ ნემსაძემ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, სადღესასწაულო საჩუქრები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გადასცა. 
რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მრავალშვილიანი ოჯახების წევრებს პირადად გაესაუბრნენ და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდნენ. 

,,დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სადაც უშაულოდ ვესტუმრეთ და დამდეგი დღესასწაული მივულოცეთ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა და დაფასება.ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია რაც შეიძლება მალე შევძლოთ და გავაუმჯობესოთ რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიური მდგომარება, რათა, თითოეულმა მათგანმა, სათანადო და ღირსეულ პირობებში შეძლოს ცხოვრება და შემდგომი განვითარება“-აღნიშნა გუბერნატორმა. 

  • გრიგოლ ნემსაძემ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი აღდგომა მიულოცა