სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის გუბერნატორმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

20 მარტი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა და წინასწარ მიულოცა ქართული ჟურნალისტიკის დღე. 

მხარის პირველმა პირმა ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
შეხვედრაზე იმყოფებოდა რეგიონის ღვაწლმოსილი და დამსახურებული ჟურნალისტი, 86 წლის გივი ჯახუა, რომელიც პროფესიულ საქმიანობას უკვე 6 ათეულ წელზე მეტია ეწევა. 

„საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებს. მადლობა, იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად აქტიურ რეჟიმში აშუქებთ, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს, რაც მეტად მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში. მინდა ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო ბევრი, სასიკეთო საქმე გავაკეთოთ რეგიონისთვის. მადლობას მოგახსენებთ გაწეული საქმიანიობისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“_აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ. 

საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 მარტს  აღინიშნება. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.
 
  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა