სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორმა წარმატებულ სპორტსმენ ქალბატონს 3 და 8 მარტი მიულოცა

07 მარტი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა ქალთა დღესასწაული მიულოცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ სპორტსმენს ინგა ჯაჯანიძეს, რომელიც ამჟამად ადგილობრივი სასპორტო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა მწვრთნელია. 

ინგა ჯაჯანიძემ, გრიგოლ ნემსაძეს, საკუთარი მოსწავლეების წარმატებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სფეროში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. გუბერნატორი მას კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა. 

აღსანიშნავია, რომ ინგა ჯაჯანიძე წლების მანძილზე იყო საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრების წევრი. ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 
აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად ქალაქ ბოლნისსა და თეთრიწყაროში. 
2006 წლიდან დღემდე, ნაყოფიერად მოღვაწეობს თეთრიწყაროს სპორტული სკოლის ფრენბურთის სექტორის მწვრთნელად. 

მისი მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ, როგორც რეგიონალურ ასევე, ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში. 
სამწვრთნელო მოღვაწეობის მანძილზე, ინგა ჯაჯანიძემ არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. მისი სამი მოსწავლე საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდის წევრი გახდა. 

  • გუბერნატორმა წარმატებულ სპორტსმენ ქალბატონს 3 და 8 მარტი მიულოცა