სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ბოლნისელ ქალბატონს ქალთა დღესასწაული მიულოცა

07 მარტი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისში მცხოვრებ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ მსახიობს, ნათელა თარხნიშვილს ესტუმრა და დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

გრიგოლ ნემსაძემ ბოლნისელ მსახიობს მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. 

ნათელა თარხნიშვილი 1977 წლიდან მოღვაწეობდა ბოლნისის თეატრში და წლების განმავლობაში 15-მდე სპექტაკლში სხვადასხვა სახასიათო როლი შეასრულა. დაჯილდოებულია კულტურის სამინისტროს მე–2 ხარისხის დიპლომით.

ამჟამად, ნათელა თარხნიშვილი მუშაობს ბოლნისის კულტურის სახლში, ხალხური რეწვის მიმართულების სპეციალისტად.

  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ბოლნისელ ქალბატონს ქალთა დღესასწაული მიულოცა