სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი ბოლნისში სტადიონის ინფრასტრუქტურას გაეცნო

21 თებერვალი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებს შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინეს. 

ქალაქ ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 700 000 ლარი. 

რეაბილიტაციის შემდეგ, სტადიონს მიენიჭება II კატეგორია და კლუბი შეძლებს სტადიონზე ჩაატაროს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშების 2 ეტაპი. 

ამასთანავე, აღნიშნულ სტადიონზე შესაძლებელი იქნება ამხანაგური და ოფიციალური მატჩები გამართონ საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა. 

  • გუბერნატორი ბოლნისში სტადიონის ინფრასტრუქტურას გაეცნო