სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ

01 თებერვალი 2018


1 თებერვალს, რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში’’ გაიმართა დისკუსია თემაზე -  ,,სკოლის, ოჯახის, საზოგადოების, ეკლესიისა და სახლემწიფოს როლი მოზარდის აღზრდა-განვითარებაში“.

 ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი, პედაგოგები, მოსწავლეები, ფსიქოლოგები და თემით დაინტერესებული, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

შეხვედრის მონაწილეებმა მოზარდებში ბულინგის  შესახებ იმსჯელეს. მოეწყო თემატური ვიდეო-რგოლის ჩვენება, სადაც კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ნაჩვენები იყო პრობლემასთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება.

ღონისძიება კერძო სკოლა ,,მილენიუმის“ ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. 


  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ
  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ
  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ
  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ
  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ
  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ
  • საჯარო დისკუსია ბულინგის შესახებ