სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი რუსთავის ,,რუსთავს" ულოცავს ეროვნულ ლიგაში გადასვლას

21 ნოემბერი 2017


 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ულოცავს რუსთავის ,,რუსთავს“  თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ღირსეულ გამარჯვებას  და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში გადასვლას.  

,,მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თქვენ მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომა და მონდომება, რომლის შედეგადაც დღეს ღირსეულ გამარჯვებას მიაღწიეთ და ეროვნულ ლიგაში გადასვლა ერთი ტურით ადრე შეძელით. ასევე მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც ქართული ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარებაში შეგაქვთ. თქვენი წარმატებები განსაკუთრებული მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მუდმივად მზად ვართ ხელი შევუწყოთ სპორტის ყველა სახეობის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ქვემო ქართლის რეგიონში. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მჯერა რომ დღევანდელი წარმატება გუნდისთვის კიდევ არაერთი გამარჯვების საწინდარი იქნება'', - გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.

 

 


  • გუბერნატორი რუსთავის ,,რუსთავს
  • გუბერნატორი რუსთავის ,,რუსთავს