სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გრიგოლ ნემსაძემ ევროპის ჩემპიონი დააჯილდოვა

06 ნოემბერი 2017

6 ნოემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან ზაურ დარგალთან ერთად კიოკუშინ კარატეში ევროპის ჩემპიონს ქამალა მამედოვას სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

გუბერნატორმა გარდაბნელ, ახალგაზრდა სპორტსმენსა და მის მწვრთნელს ნოდარ კვანჭიანს მიღწეული წარმატება მიულოცა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატებისთვის სიგელებით დააჯილდოვა. 

„ჩვენ მუდმივად მზად ვართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ ყველას ვინც ძალისხმევას არ იშურებს და ცდილობს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინოს. ვულოცავ ქამალასა და მის მწვრთნელს და კიდევ არაერთ კარიერულ წინსვლას ვუსურვებ“-განაცხადა გუბერნატორმა. 

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს ქამალა მამედოვამ ბარსელონაში კიოკუშინ კარატეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს სახელით 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა. 

  • გრიგოლ ნემსაძემ ევროპის ჩემპიონი დააჯილდოვა