სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში

12 ოქტომბერი 2017


ქვემო ქართლში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ გახსნეს.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნილი საწარმო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა.

ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP - ის დანერგვას. 

„სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, სახელმწიფოს ხელშეწყობით,  კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მეურნეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადგილზე  20 ადგილობრივია დასაქმებული.  აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე   „ერთიანი   აგროპროექტის“   ფარგლებში   ქვემო ქართლში ამოქმედდა 20 ახალი და  გადაიარაღდა  131 საწარმო,“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძე.


  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში
  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში
  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში
  • ახალი საწარმო ქვემო ქართლის რეგიონში