სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ხელისუფლების წარმომადგენლები ასურეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

30 ოქტომბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სოფელ ასურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითრების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სოფელ ასურეთის კომპლექსური რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ, ჯამში, 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

გასულ წელს სოფელ ასურეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულდა, ამ ეტაპზე კი ისტორიული სოფლის სარესტავრაციო კომპლექსური სამუშაო გრძელდება. შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა მიმდინარეობს.

  • ხელისუფლების წარმომადგენლები ასურეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ