სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის #1 ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა

16 სექტემბერი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის #1 ახლადაშენებული საჯარო სკოლა ოფიციალურად გახსნა.

,,მარნეულის პირველი საჯარო სკოლა თანამედროვე სტრანდარტების შესაბამისი, განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს. რეგიონის მასშტაბით, ამ მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ - დაახლობით 80 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლდა საჭირო ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ქალაქ მარნეულის სკოლის ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე პირადად დაათვალიერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, საქართელოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია განსაკაუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, აღჭურვილია სასკოლო ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

სკოლის მშენებლობისთვის, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 2 000 000-მდე ლარის სამუშაოები განხორციელდა.

  • შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის #1 ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა