სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ძიუდოს ახალი დარბაზი გარდაბნის მუნიციპალიტეტში

20 ოქტომბერი 2017

19 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა. ცერემონიალზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თანამედროვე სტანდარტების ახალ დარბაზში მოეწყო გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის ტრენაჟორების ოთახი, სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები. სპორტული დარბაზით 300-მდე ახალგაზრდა ისარგებლებს. პროექტი, რომლის ღირებულებამ 470 000 ლარი შეადგინა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ ნორიოს ძიუდოს დარბაზს ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშილის სახელი მიენიჭა.

  • ძიუდოს ახალი დარბაზი გარდაბნის მუნიციპალიტეტში