სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

30 სექტემბერი 2017

რუსთავს სკოლამდელი აღზრდის კიდევ ერთი ახალი დაწესებულება ექნება. ქალაქის #10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი და ავარიული შენობის ადგილას, ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში 5 საბავშვო ბაღი შენდება და 24 რეაბილიტაცია უტარდება, რომლისთვისაც ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

  • რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება