სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში

18 ივლისი 2017


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აქტიურად განაგრძობს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს. 

18 ივლისს გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან ერთად სოფლებში: იმირში, დამია, დამია გიურარხში, სადახლოსა და არაფლოში იმყოფებოდა. 

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფლებში ამ ეტაპზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტები ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილეს. 

გუბერნატორმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებებში არსებული საჭიროებების შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. 


  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში