სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ანონსი - ღვინის ფესტივალი 2019 - „მარნეული-ვაზის აკვანი”


ანონსი - ღვინის ფესტივალი 2019 - „მარნეული-ვაზის აკვანი”

10 ოქტომბერს, მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ღვინის ფესტივალი 2019 - „მარნეული-ვაზის აკვანი” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები, წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას, მოეწყობა თაფლის, ყველის და სხვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

ღვინის ფესტივალი 2019-ის აღსანიშნავი, თემატური აქტივობები, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათიდან დაიწყება.

საწნახელში დაიწურება ყურძენი, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები.

დამთვალიერებლები გაეცნობიან გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილ არტეფაქტებს.

გაიმართება თიხის დამუშავების მასტერკლასები.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ჩატარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

14:30 - საათზე, „გადაჭრილ გორაზე“, მოეწყობა ფოტო-გამოფენა. პრეზენტატორი სტუმრებს ადგილზე გააცნობს ისტორიულ ცნობებს გორა-ნამოსახლარისა და მსოფლიოში მეღვინეობის პირველადი კერის შესახებ