A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - კაბენის მონასტერი | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - კაბენის მონასტერი

17 აგვისტო 2017


კაბენის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი. მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში მდებარეობს ,კომპლექსში შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ყოფილა. იგი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმგვარად იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, იმავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რომელიც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორატიულ სისტემას იმეორებდა.
მონასტრის ზღუდის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნატეხი ქვით ნაგები მომცრო დარბაზული ეკლესია დგას. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ქვის კარგად გათლილი კვადრებით. მორთულობა შესრულებულია XII-XIII საუკუნეებში შემუშავებული დეკორატიული სისტემის მიხედვით. აღმოსავლეთი ფასადის წარწერიდან ირკვევა, რომ ვინმე გიორგი კაბენის ვაჟებს – ნიკოლოზს, ვასილს, ოქროპირსა და გრიგოლს –თამარ მეფის დროს (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი) დაუმთავრებიათ ადრე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა.


  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - კაბენის მონასტერი