საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 აგვისტო 2017
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის შენობათა შორის მთავარი,( ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძის მიერ აგებული) დიდი ერთნავიანი ეკლესია, რომელიც რუსუდან დედოფლის მეფობის დროით ე. ი. XIII ს-ის II მეოთხედით თარიღდება. დამახასიათებელია, რომ აღმოსავლეთის ფასადისთვის გამოყენებულია გუმბათოვანი ეკლესიებისთვის შემუშავებული სქემა: თითო სამკუთხა ნიშა საკურთხევლის სარკმლის მარცხნივ და მარჯვნივ. დიდი მოჩქურთმებული ჯვარი სარკმლის თავზე, სარკმლის ქვეშ კი კუთხით დასმული ჩუქურთმიანი კვადრატების წყვილი. ეკლესიის წინ გალავანში ჩართული სამრეკლო დგას. ეს უძველესი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. იგი აშენებულია 1278 წელს. უადრესი ქართული სამრეკლოები სწორედ ამ ტიპისაა. სამონასტრო შენობებს შორის არის სასახლის, მარნის და სენაკების ნანგრევები. ეკლსიის ზომები გარედან მინაშენთა გარეშე წარმოადგენს: სიგრძე - 16.2მ, სიგანე 9.5 მეტრი.