სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის სხდომა

11 აპრილი 2022


ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება და ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას. 

„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკა იზრდება და კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდთან შედარებით, ტურიზმი დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. 

„ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე მოგახსენებთ. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება, ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, ჩვენ გვინდა, დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით, ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა შრომისუნარიან, აქტიურ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში, სადაც 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, ხოლო საბოლოო მიზანია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მივმართო ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ინტენსიურად ერთვებიან დასაქმების პროგრამაში, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, მათი მზაობა არის დაფიქსირებული და კიდევ უფრო მეტი უნდა შემოვიდეს, ჩვენი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ. ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


Ukraynada baş verənlərə - bəlalara, faciələrə, müharibələrə baxmayaraq, bizim çox müsbət gözləntilərimiz var; Ona görə də biz sülhü, sabitliyi qoruyub inkişaf etdirməliyik, - Gürcüstanın baş naziri İrakli Qaribaşvili hökumətin iclasında bildirib.

Hökumət başçısının sözlərinə görə, Gürcüstanda başqa cəbhə olmayacaq və hökumət dövləti və vətəndaşlarını qorumağa davam edəcək.

"Gürcüstanda başqa cəbhə olmayacaq, biz buna imkan verməyəcəyik və vətəndaşlarımızı və dövlətimizi qorumağa davam edəcəyik", - baş nazir bildirib.


Hökumət başçısının sözlərinə görə, iqtisadiyyat böyüyür və Koviddən əvvəl, 2019-cu ilin dövrü ilə müqayisədə turizm təxminən 80-90% bərpa olunub.


"İqtisadiyyat böyüyür, turizmimizdə artım var, 1-2 həftəyə yekun məlumatlar açıqlanacaq və bu barədə sizə məlumat verəcəyəm. Turizm çox sürətlə bərpa olunur. Koviddən əvvəlki 2019-cu ili müqayisə etsək, təxminən 80-90% bərpa olunub.İxrac artır, indi biz müxtəlif investorlarla məsləhətləşmələr aparırıq, biz hidroenergetika layihələrinə, o cümlədən dövlətin cəlb edilməsinə başlamaq istəyirik, bu barədə sizə tezliklə məlumat verəcəyik. Bizim dövlətin böyük layihələrin həyata keçirilməsində iştirak etməsi üçün planımız var”, - deyə baş nazir bildirib.

İrakli Qaribaşvili bir daha əmək qabiliyyətli, fəal sosial cəhətdən həssas vətəndaşları 20 000-ə qədər müraciətin daxil olduğu, son məqsəd isə 200 000 yeni iş yerinin yaradılması olan dövlət məşğulluq proqramında daha da fəal iştirak etməyə çağırıb.

“Mən bir daha çağırış etmək istərdim ki, əmək qabiliyyətli, aktiv, sosial cəhətdən həssas, artıq məşğulluq proqramına intensiv cəlb olunmuş vətəndaşlarımıza müraciət edək, 200 min yeni iş yeri açılsın. Bu il olmaya bilər, amma 2-3 ildən sonra bu hədəfə çatmaq olar, məncə. Bu il 50 min insanı işlə təmin etmək arzusundayıq.Biz indi ölkə daxilində irimiqyaslı tikinti layihələrinə başlayırıq, hökumətin nazirlərlə görüşündən sonra nazirliklərə uyğun layihələrdən keçəcəyik və daha çox iş yerləri açılacaq, daha çox tələbat yaranacaq və mən öz dövlətimizin başçısına müraciət etmək istərdim. Vətəndaşlar ən qısa zamanda bu proqrama cəlb olunsunlar.” – Baş nazir bildirib.


  • მთავრობის სხდომა